ლიფტების მონტაჟი
ლიფტის მონტაჟისას ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია დრო. სმარტუნიონი ზრუნავს ამაზე და უზრუნველყოფს მონტაჟის შესრულებას შეთანხმებული თარიღისა და დროის მიხედვით. ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო პრაქტიკას, რათა ვუზრუნველყოთ სწრაფი და უსაფრთხო ინსტალაცია ყველა თანამედროვე ხელსაწყოთი. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის ლიფტის მიწოდებას,მონტაჟს და შემდგომ მომსახურეობას. ჩვენ თქვენი მოთხოვნების შესაბამისად მოვახდენთ საჭირო მოდიფიკაციის ლიფტების მიტანას, მონტაჟს და სრულ ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვას.
პროდუქცია
სამგზავრო ლიფტები მონტაჟდება საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა სახის შენობა ნაგებობებში, მგზავრთა და მცირე ზომის ტვირთის გადასაადგილებლად
სატვირთო ლიფტების დანიშნულება მძიმე და დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის ტრანსპორტირებაა. სამგზავრო ლიფტებისგან განსხვავებით სატვირთო ლიფტის წონა და მოცულობა ბევრად დიდია.
ექსკალატორები თანამედროვე ცხოვრებაში მგზავრთა ნაკადის შეფერხებების გარეშე გადასაადგილებლად შეუცვლელ ტექნიკურ საშუალებად იქცა. ესკალატორები თანამედროვე ბიზნეს ცენტრების, სავაჭრო ცენტრების აეროპორტების, რკინიგზის სადგურების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განუყრელი ნაწილია.
ჰოსპიტალის ლიფტი უნდა გამოირჩეოდეს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალით. ლიფტი თავისუფლად უნდა იტევდეს საკაცეს და საავადმყოფოს პერსონალს და მუშაობდეს ტექნიკური შეფერხებების გარეშე, რათა საფრთხე არ შეექმნას პაციენტის ჯამრთელობას და მისი ტრანსპორტირება სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს.
პანორამული ლიფტები როგორც წესი მონტაჟდება მსხვილ საზოგადოებრივ ობიექტებში და განკუთვნილია დღის განმავლობაში მგზავრთა დიდი ნაკადის მომსახურებისთვის.
შშმ პირთა ლიფტები, პანდუსები და სხვა დამხმარე საშუალებები საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ამ ტიპის ტექნიკა კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის ეტლით მოსარგებლისთვის გადაადგილებას.
მცირე ზომის სატვირთო ლიფტებს დღესდღეისობით საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს. ასეთ ლიფტებს ხშირად შეხვდებით სასტუმროებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში. ასეთი ლიფტები სწრაფად ახდენენ მცირე ტვირთების ტრანსპორტირებას. რითაც ზოგავენ ადამიანის დროსა და ძალისხმევას.
ინსტალაციისადმი მიდგომა
- პროფესიონალური პროექტების მენეჯმენტი.
- დროული და უსაფრთხო ინსტალაცია.
- ლოჯისტიკისა და მონტაჟის უსაფრთხოდ დაგეგმვა.
- მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი.
- უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნიდ დაცვა.